“საცდელი”

მანო სვანიძე

დღეს სატელევიზიო სერიალების ბუმია, ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ტელევიზორი ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომია და შენს საყვარელ შოუს როცა მოგინდება მაშინ შეგიძლია უყურო.
 
ერთი წლის წინ, მანქანა დამეჯახა. სწორედ ამ დროს ჩემთვის კონფორტის ზონად სატელევიზიო შოუების ყურება იქცა, ეს თითქოს ჩემს ნამდვილ მდგომარეობას მავიწყებდა, რომლისაც ძალიან მეშინოდა. რეალობის შიში დამოკიდებულის შიშმა ჩაანაცვლა, თითქოს ვკარგავდი აღქმის უნარს რა იყო რეალობა და რა გამოგონილი.
 
ავარია არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ რა მოხდა მანადმე და მას შემდეგ. უფრო სწორად, საავადმყოფოში რომ გავახილე თვალი, იმ მომენტიდან

გამსინჯეს, რამდენიმე რენდგენიც გადამიღეს და გვითხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. არც მოტეხილობები მქონდა. ექიმმა გამაფრთხილა, რომ ავარიის შემდეგ ჩემი ორგანიზმი შოკში იყო და ამიტომ ვგრძნობდი ტკივილს.

რადგან სერიოზული ტრამვა არ მქონდა, სხვა გამოკვლევების ჩასატარებლად მეორე ოთახში გადასვლა მთხოვეს. საწოლიდან წამოვდექი თუ არა, გული წამივიდა. ვერ შევძელი სიარული

მეორე დღეს, ერთ-ერთმა ექიმმა ეს ჩემს პრეტენზიულ ხასიათს დააბრალა. ამ დროს, მეორე ექიმი, რომელიც მანამდე ნანახიც კი არ მყავდა, მეუბნება, რომ ხერხემალი მაქვს დაზიანებული და სავარაუდოდ, პირველ დღეს ექიმებს ეს გამორჩათ.

ისე გამომწერეს საავადმყოფოდან არ ვიცოდი ზუსტად რა დამიზიანდა. სხვადასხვა ექიმს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა და შესაბამისად, არც ზუსტი დიაგნოზი გვითხრეს. ზოგჯერ სრულიად ურთიერთგამომრიცხავ რამესაც მეუბნებოდნენ. მაგალითად, ვიღაცები მირჩევდნენ, რომ ყოველ დღე მევარჯიშა რომ უკეთ მეგრძნო თავი, ფეხით მესეირნა ბევრი და ჩვეულებრივი, მარტივი ფიზიკური ვარჯიშები გამეკეთებინა.
 
თუმცა, ტრავმატოლოგები, რომლებსაც ჩემი მეგობრები და მშობლები რენდგენის პასუხებს აჩვენებდნენ, მაფრთხილებდნენ, რომ  ფეხით ბევრი არ მევლო. განსაკუთრებით, მომდევნო რამდენიმე კვირა მაინც. თუმცა, აშკარა იყო, რომ ექიმები ვერ თანხმდებოდნენ. ერთი მეუბნებოდა, რომ სიარული არ შეიძლებოდა ჩემთვის, მეორე ამბობდა, რომ პირიქით, ფეხით სეირნობა ძალიან კარგი იყო, მესამე კიდევ მირჩევდა შეგიძლია მოძრაობა, მაგრამ ფეხით მაინცდამაინც ბევრს ნუ ივლიო

საბოლოოდ მაინც იძულებული გავხდი, რომ დროის უმეტესი ნაწილი საწოლში გამეტარებინა. სწორედ ამ პერიოდში ვუყურე ძალიან ბევრ სერიალს. ეპიზოდს ეპიზოდის შემდეგ ვრთავდი. ამ დროს თავს უკეთ ვგრძნობდი, გაცილებით კარგად, ვიდრე ჩემს გარშემო სინამდვილე იყო. ეს მეხმარებოდა დამევიწყებინა რეალობა და ახალს შევგუებოდი.
 
ერთ დღესაც 22 სერია ვნახე 24 საათის განმავლობაში. ისეთი გაბრუებული ვიყავი, რომ მაშინ გადავწყვიტე ამ მდგომარეობაზე პროექტი გამეკეთებინა. ყველა ტიპის შოუს ვუყურებდი, იმდენი ვნახე, რომ ზოგიერთის სახელსაც კი ვეღარ ვიხსენებ.

საცდელისწორედ სატელევიზიო შოუებზეა, უფრო ზუსტად კი მათ დამოკიდებულების გამომწვევ ბუნებაზე და იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდი მე ამ ყველაფერს. ამ დროს სინამდვილეს ისე შთანთქავს სატელევიზო სამყარო, რომ შედეგად ჩვენ რაღაც გაურკვეველ, საშიშ და მისტიკურ რეალობას ვიღებთ. დაახლოებით ისეთს, როგორიც დღეში 22 ეპიზოდის ნახვაა.

წარმოდგენილი ფოტოების დიდი ნაწილი გადაღებულია ცნობილი სატელევიზიო სერიალების ყურების დროს, ხოლო, ნაწილი კი ჩემი ფოტო არქივის თვალიერებისას, რითიც წოლითი რეჟიმის პერიოდში, გარეთ გადასაღებად გასვლის სურვილის ჩანაცვლებას ვცდილობდი.

გამოცემები

შიში

შემდეგი