ერთი დღე ახალ წლამდე

ავტორი: შორენა თევზაძე


რეჟისორი: შორენა თევზაძე


საქართველოს პარლამენტის ტერიტორია წინა საახალწლოდ უცნაურ თეატრალურ დადგმას ემსგავსება. პოლიცია საპროტესტო კარვებს იღებს, აურზაურისა და შეხლა-შემოხლის ფონზე, მერიის თანამშრომლები, მშვიდად და აუღელვებლად, მთავრობის სასახლეს საზეიმო განათებებით რთავენ. ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტის წინ თითქოს ორი პარალელური რეალობაა. ძალით შეწყვეტილ პროტესტს, ძალით შექმნილი საზეიმო განწყობა ანაცვლვებს. ეს ყველაფერი კი იმ ადამიანის პერსპექტივიდან, რომელიც შვიდას დღეზე მეტია საკუთარი შვილის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვს, აბსურდს ემსგავსება.


გამოცემები

პროტესტი

დონაცია

მთავარი