საქართველოს პირველი ახალგაზრდული საპროტესტო ტალღა იმპერიის წინააღმდეგ

ავტორი: ლაშა შაყულაშვილი

ილუსტრატორი: მანანიკო კობახიძე


ჩვეულებრივი მოვლენაა როდესაც პაპა-ბებიები შვილიშვილებს ზღაპრებს, სხვადასხვა ჟანრის ისტორიებსა და საგმირო საქმეების შესახებ უყვებიანამით ჩემი ბავშვობა გამორჩეული იყო. ბებია ხშირად იხსენებდა სათავგადასავლო ამბებს, რომელშიც მოქმედი პირი თვითონ იყო.  

საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 1956 წლის 9 მარტს გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო ბებიაჩემი, ლამარა მუსერიძე.

მაშინ როცა ლამარა ამ ისტორიას გვიყვებოდა შვილიშვილებს, კარგად ვერ ვიაზრებდით როგორი გამბედაობა სჭირდებოდა საბჭოთა პერიოდში რეჟიმის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობას. 9 მარტის სისხლისღვრას, საბედნიეროდ, ბებო გადაურჩა. ეს ფაქტი ჩვენთვის, მისი შთამომავლობისთვის დღემდე დიდი მოტივაცია და შთაგონებაა.

მაშინ როცა ლამარა ამ ისტორიას გვიყვებოდა შვილიშვილებს, კარგად ვერ ვიაზრებდით როგორი გამბედაობა სჭირდებოდა საბჭოთა პერიოდში რეჟიმის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობას. 9 მარტის სისხლისღვრას, საბედნიეროდ, ბებო გადაურჩა. ეს ფაქტი ჩვენთვის, მისი შთამომავლობისთვის დღემდე დიდი მოტივაცია და შთაგონებაა.

საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 1956 წლის 9 მარტს გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო ბებიაჩემი, ლამარა მუსერიძე.


1956 წლის მარტის საპროტესტო ტალღა, კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ცნობილი გამოსვლის შემდეგ დაიწყო, როდესაც მან სტალინის კულტი დაგმო. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციები ხრუშჩოვის მიერ ქართველი ერის შეურაცხყოფას მოჰყვა, საბჭოთა წასრულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ საპროტესტო ტალღა მალევე გადაიზარდა ანტი-საბჭოთა პროტესტში. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც საბჭოთა ხელისუფლება ასე მონდომებით მალავდა აქციის შესახებ ინფორმაციას.

ირაკლი ამბობს, რომმიუხედავად იმისა, რომ პროტესტი პრო-სტალინისტური გახლდათ - იგი ამავდროულად იყო ანტი-საბჭოთაც. 1956 წლის მარტის აქციების დროს გამოვლენილი ანტი-საბჭოთა სენტიმენტები მკაფიოდ გამოხატავდა სრულიად საბჭოთა სისტემის მიმართ წინააღმდეგობას“. 

პროტესტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. ეს იყო საკმაოდ დიდი მასშტაბის საპროტესტო ტალღა, რომელმაც მოიცვა ერთდროულად რამდენიმე ლოკაცია ქალაქში: მონუმენტებიდან დაწყებული, სანაპიროთი დამთავრებული“. 

მაშინ როდესაც საბჭოთა გაზეთებმა, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, უარი თქვეს 1956 წლის მარტის საპროტესტო აქციების გაშუქებაზე, ნიუ იორკში დაფუძნებულმა ქართულმა გაზეთმაქართული აზრი დემონსტრაციის შესახებ დეტალური მიმოხილვა მოამზადა.
მოსკოვის კოლონიალური და იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე ნათელ და ტრაგიკულ მაგალითს ვხედავთ საქართველოში, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, ამ ერთი თვის წინ მოსკოვის საწინააღმდეგო ბრძოლები. აქაურმა პრესამ გაიმეორა მოსკოვის ვერსია და ეს ბრძოლა ახსნა ქართველი ხალხის სტალინისადმი სიმპატიით. ეს შეფასება ჩვენ მცდარად მიგვაჩნია და მოვიყვანთ მრავალ საბუთს, რომ თბილისის ბრძოლას სულ სხვა მიზანი ჰქონდა. ქართველების დღევანდელი მოქმედება რომ გასაგები გახდეს, საჭიროა მოკლედ მაინც მოვიგონოთ ახლო წარსული. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთმა საქართველო დაიპყრო 1921 . თებერვალში. ამას მოჰყვა უარყოფა ყველა იმ სულიერ ღირებულებათა, რომელნიც საქართველოს საუკუნეების მანძილზე საკუთრივ შეუქმნია და ან სხვათაგან შეთვისებული თავის გაგებასთან და გემოვნებასთან შეუგუებია. საქართველო ერთად ერთი ქვეყანაა საბჭოთა კავშირში, რომელმაც სტალინის ბატონობის ხანაში მოსკოვის წინააღმდეგ სამი შეიარაღებული აჯანყება მოაწყო. ეს ფაქტი ლაპარაკობს არა ქართველების სიყვარულზე სტალინისადმი, არამედ პირიქით“. 
 
1956 წლის 27 მარტს, ნიუ იორკ ტაიმსმა გადმობეჭდა ზარია ვოსტოკასსაბჭოთა რუსულენოვანი სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომქართველი სტუდენტები თურმე საერთოდ არ ესწრებოდნენ  მარქსიზმ - სტალინიზმის , რუსული ისტორიისა და ლიტერატურის ლექციებს და პროფესორებს აუდიტორიები ცარიელი ხვდებოდათ. ეს ფაქტი არ ლაპარაკობს ახალგაზრდების სტალინისადმი სიყვარულზე. ზარია ვოსტოკა აღიარებს, რომ სტუდენტობა გატაცებულია საქართველოს ძველი ისტორიითო

მაშინ როდესაც საბჭოთა გაზეთებმა, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, უარი თქვეს 1956 წლის მარტის საპროტესტო აქციების გაშუქებაზე, ნიუ იორკში დაფუძნებულმა ქართულმა გაზეთმა „ქართული აზრი“ დემონსტრაციის შესახებ დეტალური მიმოხილვა მოამზადა.


საპროტესტო აქციების დროს ბებიაჩემი მხოლოდ 23 წლის იყო და ლათინური და გერმანული ენების პედაგოგად მუშაობდა. როგორც რეპრესირებული ინტელიგენციის შთამომავალს, ახალგაზრდა ლამარას უდიდესი ბრაზი ჰქონდა საბჭოთა სისტემის მიმართ და შესაბამისად, ვერანაირი სენტიმენტები, მით უფრო სიყვარული, სტალინის მიმართ ვერ ექნებოდა
სანამ ის 1956 წლის დემონსტრაციებს შეუერთდებოდა, ბებოს უკვე დიდი ხნით ადრე ჰქონდა პროტესტი სტალინური რეპრესიების გამო. პირადმა გამოცდილებამ კი სამუდამოდ განსაზღვრა მისი ბავშვობა.
 
ლამარას კარგად ახსოვსჩახშული პროტესტისმწარე გრძნობა, როდესაც თბილისში, მის საკუთარ უბანში, ეთნიკური გერმანელების დასახლებიდან მთელი სამეზობლო როგორ გაასახლეს. სამწუხაროდ, მისი მეზობლებისა და მეგობრების დეპორტაციის წინააღმდეგ მაშინ ვერავინ ვერაფერს იზამდა.
 
„1945 წელი იყო, როდესაც საქართველოში ომის გერმანელი ტყვეები ჩამოიყვანეს და მშენებლობაზე გაანაწილეს. ზოგი მათგანი ჩვენს უბანში მოხვდა. მე ძალიან მინდოდა ისევ მესაუბრა გერმანულ ენაზე და ყველანაირად ვცდილობდი ტყვეებს გამოვლაპარაკებოდი, თუმცა, ძალიან კი მეშინოდა. მხოლოდ 12 წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ სისტემის მიმართ შიში უკვე კარგად იყო გამჯდარი ჩემს ხასიათში“, იხსენებს ლამარა.
 
ბებოს მაინც ეყო გამბედაობა და მის უბანში მომუშავე გერმანელ ტყვეს საჭმელი მიაწოდა. „მეშინოდა, მაგრამ საკუთარ შინაგან ხმას მოვუსმინე, რომელიც მკარნახობდა რომ ადამიანი ყველგან ადამიანია და გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ. როგორც კი გერმანელს საჭმელი მივაწოდე - მადლობა გადამიხადა და მირჩია ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგანკედლებსაც კი ყურები აქვთო”.
ლამარას ის უცნაური განცდაც ახსოვს, როცა აქციაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. სჯეროდა რომ ამით რამეს შეცვლიდა. ის მზად იყო საკუთარი კარიერა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დაეყენებინა, მაგრამ მეგობართან ერთად მაინც გასულიყო 9 მარტის აქციაზე და სისტემის წინააღმდეგ ებრძოლა. იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც მის ოჯახს და საყვარელ ადამიანებს ძალიან ავნო.  
 
მე შევუერთდი აქციას, რომელიც მარტის დასაწყისში დაიწყო, მაგრამ მალევე გადაიზარდა ფართომასშტაბიან საპროტესტო ტალღაში, რომელიც ბრაზის საოცარი განცდით იყო შეჯერებული“.
 
ბებოს მალევე შეუნიშნავს, რომ აქციაზე საზოგადოების ყველა ფენა იყო. 
ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ახალგაზრდა და მოხუცი ადამიანების ერთად დანახვა“.

საპროტესტო აქციების დროს ბებიაჩემი მხოლოდ 23 წლის იყო და ლათინური და გერმანული ენების პედაგოგად მუშაობდა. როგორც რეპრესირებული ინტელიგენციის შთამომავალს, ახალგაზრდა ლამარას უდიდესი ბრაზი ჰქონდა საბჭოთა სისტემის მიმართ და შესაბამისად, ვერანაირი სენტიმენტები, მით უფრო სიყვარული, სტალინის მიმართ ვერ ექნებოდა.


მას ისიც ახსოვს რას სკანდირებდა ხალხი პროტესტის დროს. “მეც იქ ვიყავი, როცა ახალგაზრდები კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ ,,ჯუ დე, ჯუ დეს’’ ძახილით დაიძრნენ. ჯუ დე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპარტიის წარმომადგენელი იყო, რომელიც მივლინებით ჩამოსულიყო თბილისში, მაგრამ არც ჯუ დე გამოჩნდა და არც სხვა სულიერი. ყველა საკუთარ ნაჭუჭში დაიმალა, საჯაროდ გამოსვლა არავის მოუნდა“.

დღეს უკვე ხელმისაწვდომია ერთ დროს მკაცრად გასაიდუმლოებული, გრიფის მქონე დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა სსრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალურ პრეზიდიუმს გაუგზავნა:
დემონსტრაცია გახლდათ ფართო მასშტაბის და ჯარისკაცებიიძულებული იყვნენ გამოეყენებინათ ძალა“: „ ... მომიტინგეებმა გადაწყვიტეს, აეღოთ რადიოგადამცემი სადგური, ფოსტა, ტელეგრაფი, გაზეთ ,,კომუნისტისრედაქცია. ამ განზრახვით ბრბოს ნაწილი, 5 ათასამდე ადამიანი, კავშირგაბმულობის შენობისკენ გაემართა. მილიციისა და ჯარის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მათ გააგრძელეს ძალმომრეობა: ისროდნენ ქვებს, იქნევდნენ ჯოხებს, ჩაამსხვრიეს ფანჯრის მინები, თავს დაესხნენ დაცვას და დაჭრეს რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. ამის შემდეგ ჯარისკაცები იძულებულნი გახდნენ, იარაღი გამოეყენებინათ. დაიღუპა 13, დაიჭრა 63 ადამიანი, რომელთაგან 8 გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ 5-9 მარტის მოვლენების შესახებ მტრულმა ელემენტებმა მოსახლეობაში პროვოკაციული ჭორების გავრცელება დაიწყეს, საქართველოს კპ ცკ-მა (საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი) ქუთაისში, ბათუმში, გორში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საწარმოებსა და დაწესებულებებში ცკ-ის წევრები და წევრობის კანდიდატები დაგზავნა, რათა განემარტათ მოსახლეობისთვის მარტის მოვლენების ნამდვილი არსი და მიეცათ სწორი პოლიტიკური შეფასება“.

ლამარა ახლა 87 წლისაა, თუმცა არასოდეს დავიწყებია ის საზარელი ხმა, როდესაც ჯარისკაცები მომიტინგეებს დასაშლელად უახლოვდებოდნენ
უკვე შებინდებული იყო, როდესაც გასროლის ხმა გავიგეთ, თუმცა ხმა იმდენად ყრუ იყო, რომ ხალხს არც კი მიუქცევია ყურადღება. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით რომ სულ მალე გაბმული სროლის ხმა ატყდებოდა“.

ისევე როგორც საპროტესტო აქციებში მონაწილე ბევრმა ახალგაზრდამ,  ლამარამ და მისმა მეგობარმაც ტყვიების აცილება მოახერხეს და გაიქცნენ. იმ ღამეს სახლში არ დაბრუნებულა. ოჯახს ძალიან შეეშინდა და ფიქრობდნენ, რომ ლამარა ან დაიჭრა ან დაიჭირეს. მეორე დღეს ყველა დაკარგულ ახლობელს, დას, ძმას, ნათესავს ეძებდა ქუჩაში
ამბობდნენ, რომ მსხვერპლი ძალიან დიდი იყო. გვახსოვს ერთ-ერთ მორგთან სახეშეშლილი ცნობილი მსახიობი ლეილა აბაშიძე საკუთარ ძმას როგორ დაეძებდა“.


აქციის მონაწილეებს კიდევ უფრო გაუმძაფრდათ ბრაზისა და პროტესტის განცდა, როცა აღმოაჩინეს, რომ ეს სისხლიანი აქცია არც-ერთი გაზეთის ფურცელზე არ მოხვდა.

დარბეული აქციის მეორე დღეს, 10 მარტს, გაზეთ კომუნისტის არც პირველმა და არც სხვა რომელიმე გვერდმა არ ახსენა წინა ღამე. მართალია გაზეთმა მოიხსენია მარშალ ჯუ დეს ვიზიტი საბჭოთა კავშირში, მაგრამ გაზეთის მთავარი ამბავი სასოფლო-სამეურნეო და საკოლმეურნეო წარმოებაში მიღწევებს შეეხებოდა.

ცხადია, რომ საბჭოთა ხელისუფლებას არ სურდა საპროტესტო მუხტი გავრცელებულიყო

ხვადაგიანი იხსენებს: „ზოგადად, 1988 წლამდე, საქართველოში მხოლოდ ორი საპროტესტო ტალღა იყო, რომელიც თავად მონაწილეებმა დააორგანიზეს: 1956 წელს და 1978-ში. შეიძლება ითქვას, რომ 1956 წლის დემონსტრაციები საქართველოში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული პირველი მოძრაობა იყო, რომელსაც დიდი მსხვერპლიც მოჰყვა.“ 

მართალია 1956 წლის შემდეგ 60 წელზე მეტია გასული, მაგრამ დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა იმ მიმართულებით, თუ როგორ უწევენ საქართველოში აქციებს ორგანიზებას. ხვადაგიანი ფიქრობს, რომ საბჭოთა პერიოდის ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, სკანდირება  დღეს ისეთი  პოპულარული აღარ არის. 

დარბეული აქციის მეორე დღეს, 10 მარტს, გაზეთ „კომუნისტის“ არც პირველმა და არც სხვა რომელიმე გვერდმა არ ახსენა წინა ღამე. მართალია გაზეთმა მოიხსენია მარშალ ჯუ დეს ვიზიტი საბჭოთა კავშირში, მაგრამ გაზეთის მთავარი ამბავი სასოფლო-სამეურნეო და საკოლმეურნეო წარმოებაში მიღწევებს შეეხებოდა.


ჩვენთვის, მისი ოჯახის წევრებისათვის, ბებოს გამბედაობა ყოველთვის დარჩება სამაგალითოდ

1956 წლის 9 მარტს, ლამარამ საკუთარ თავს დააჯერა, რომ მას, როგორც ერთ ადამიანს, შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს: ხანდახან, უბრალოდ გამოჩენაც კი ბევრს ნიშნავს. მახსოვს აქციაზე ზღვა ხალხში როგორ გვიხაროდა ერთმანეთის დანახვა მეგობრებსა და ნათესავებს.“  


ჩვენთვის, მისი ოჯახის წევრებისათვის, ბებოს გამბედაობა ყოველთვის დარჩება სამაგალითოდ

გამოცემები

პროტესტი

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay