საგანგებო მდგომარეობა

ავტორი: მარიამ ნატროშვილი , დეთუ ჯინჭარაძე


რამდენიმე ნაწყვეტი დაუსრულებელი მდგომარეობიდან

განუსაზღრველი აწმყო, სახელად საგანგებო მდგომარეობა, თითქმის ორი თვეა დაიწყო და ვინ იცის, როდემდე გაგრძელდება
ახალი სინამდვილის მთავარი ნიშნები, მთავარი სიტყვები იზოლაცია და დისტანცია არის. შედეგები ჯერ არ ვიცით. გვაქვს ბუნდოვანი აწმყო, რომელიც მიტოვებული თამაშივით, გაყინული და დაუსრულებელია
საგანგებო მდგომარეობაეს მიტოვებული თამაშია. ნაწყვეტია ამ მიტოვებული თამაშიდან.
დღიურის ფრაგმენტები, რომელიც ვიდეო თამაშს ადევს ხმად, ერთის თვის მანძილზე დაგროვებული ფიქრებია. ქალაქი - დროა, ლაბირინთად ქცეული, დაუსრულებელი და განუსაზღვრელი
საგანგებო მდგომარეობაარის დროის შენახვის, დროის აღწერისა და დამახსოვრების მცდელობა


თამაშის ლინკი

ინსტრუქცია:

მათთვის, ვისაც არ უთამაშია ვიდეო თამაში:
გადადით ლინკზე;
დაელოდეთ თამაშის ჩატვირთვას (2-3 წუთი, გააჩნია კომპიუტერის მონაცემებს)
გადაიყვანეთ თამაში full screen mode-ზე;
დააწკაპუნეთ კურსორით ეკრანზე;
სასიარულოდ გამოიყენეთ:
w – წინ, s – უკან, a – მარცხნივ, d – მარჯვნივ ან ისრები. ახტომა – space, w shift – სწრაფი სიარული
მაუსით ასწორებთ ხედვის მიმართულებას.
სამწუხაროდ სუსტი მონაცემების ოპერტიული სისტემის კომპიუტერით თამაშმა შეიძლება გაჭედოს.
ტელეფონიდან ვერ ითამაშებთ.

გამოცემები

იზოლაცია

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay