თორნიკე კოპლატაძის დოკუმენტური ფილმი იმ მუსიკაზეა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა დროს პროტესტებისას გვესმოდა. მუსიკოსებს ინსპირაციას ხშირად სოციალური თემები კარნახობდნენ. საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მუსიკას ამ დროს ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდაშეიძლება ითქვას, რომ 90-იან წლებში, მან პროტესტის სულისკვეთებაზე და უკმაყოფილო მოქალაქეების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. საბოლოო ჯამში, საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ ფილმში თორნიკე კოპლატაძე დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიიდან, თბილისის ქუჩებში გამართულ იმ პროტესტებსა და მუსიკას იკვლევს, რომლებიც ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ჩვენთვის. ტატო რუსია, გია გაჩეჩილაძე და აჩიკო გულედანი ფილმში მუსიკის მნიშვნელობასა და როლზე მსჯელობენ, ისინი თვითონ ქმნიდნენ ამ მუსიკას და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებშიც. ამ პერიოდში თაობაც შეიცვალა, ვინც ცვლილებებს ითხოვს. შესაბამისად, შეიცვალა გამოხატვის საშუალებებიც. თუმცა, ერთი რამ მაინც უცვლელი დარჩა: ყველა ამ პროტესტს ერთი მიზანი აქვს: თავისუფლებისთვის ბრძოლა.



* ჯემალ კასრაძის ფოტო, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი 

გამოცემები

პროტესტი

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay