თბილისი - ათენი
განაცხადი
ნახვა: 2536
ენები: 
ვალერი აგაიანი უკვე 22  წელია, თბილისი-ათენის ავტობუსზე მძღოლად მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში, ვალერის და მის ავტობუსს, საბერძნეთში სამუშაოს საძიებლად მიმავალი, არაერთი ქართველი ქალი ჩაუყვანია და მათი უმრავლესობა უკან, საქართველოში არ დაბრუნებულა. 
 
90-იანი წლებიდან მოყოლებული, ორთაჭალის ავტოსადგური, თითქმის ყოველდღე, დილის ცხრა საათზე, საბერძნეთში მიმავალი ხელბარგიანი მგზავრებით ივსება.  ბარგთან ერთად, ერთ ან ზოგჯერ რამდენიმე თანმხლებსაც შენიშნავთ, რომელიც უცხო ქვეყანში ბედის საძიებლად მიმავალ ოჯახის წევრს აცილებს.
 
ვალერის ავტობუსის მგზავრთა ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ბორტზე პერსონაჟები ყოველდღიურად იცვლებიან. თუმცა, საქართველოდან წასვლის მიზეზი, ძირითადად ყველას ერთი აქვს- საბერძნეთში სამსახურის პოვნა და იქ გამომუშავებული ყოველთვიური ხელფასით, საქართელოში დარჩენილი ოჯახების შენახვა.

გზაზე, დეკემბერი/იანვარი 2018/2019

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება