უდიები საქართველოში
განაცხადი
ნახვა: 1501
ენები: 

უდიები საქართველოში

რაია კულატამიშვილი სააღდგომო მარხვის დაწყებამდე, თავისი 9 წლის შვილიშვილთან ერთად, ამზადებს ჭაინახუპს - ბრინჯს ქათმით, კვერცხით, ქიშმიშითა და წაბლით. 73 წლის ბებია კულინარიული რეცეპტებისა და მოგონებების გაზიარებით ცდილობს, თენგოს უდიური ტრადიციები გააცნოს. შვილიშვილი პირდება რაიას, რომ წინაპრების ტრადიციებს არ დაივიწყებს. ყვარლის რაიონ სოფელ ზინობიანის ერთადერთ სკოლაში თენგო გულმოდგინედ სწავლობს უდიურ ენას, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიური ენების ოჯახს მიეკუთვნება. 

უდიებს კავკასიელი ალბანელების შთამომავლებად მოიხსენიებენ. I საუკუნეში კავკასიელი ალბანელები აღმოსავლეთ კავკასიაში, დღევანდელი აზერბაიჯანისა და სამხრეთ დაღესტნის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.  სამხრეთ კავკასიაში უდინები შემორჩენილი არიან სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, სადაც მათი უმრავლესობა ცხოვრობს. საქართველოში უდიები 1920-იან წლებში გადმოსახლდნენ. მათ ემიგრაციას ზინობ სელიკოშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ აქედან მოდის სოფელ ზინობიანის სახელი. 1937 წელს საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიების დროს სელიკოშვილი დააპატიმრეს და სოფელს “ოქტომბერი” გადაერქვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ადგილობრივების მოთხოვნით, სოფელს თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა.

დღეს საქართველოში დაახლოებით 200 უდი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობაც ზინობიანის მკვიდრია. ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა და ენა.

სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები უდიების შესახებ მეტის გასაგებად, გთხოვთ, გაეცნოთ ინტერაქტიულ რუკას (ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე).  

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება